ხალხური ჩვეულებანი
ახალ წელიწადს
მთიული ხალხი დღესაც ერთგვარი მოწიწებით ეგებება,რომელსაც გლეხი თავის წლიურ იღბლიანობას
უკავშირებს.მტთიულეთის მოსახლეობა ჯერ კიდევ საგვარეულოებად არის დაჯგუფებული.მრავალი
სოფელი ერთი გვარითაა დასახლებული და სოფელიც ამ გვარის სახელს ატარებს.მაგ:ჩოხში-ჩოხელები
ცხოვრობენ,ზაქათ-კარში-ზაქაიძეები და ა.შ.
მთიულეთის სალოცავები
მთიულეთში თითოეულ საგვარეულოს თავისი სამლოცველო
ხატი აქვს.მაგრამ მათშორის უდიდესი ხატი ლომისის წმ.გიორგია,რომლის ხატობაზე თავს იყრიან
ქსნისა და არაგვის ხეობის ყველა თემები და აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს შორეული
კუთხის მცხოვრებნიც.წმ.გიორგის ,მთიულის რწმენაში განსაკუთრებული ადგილი უკავია.ლომისის
ეკლესია მლეთაშია.დღესაც ლომისის ტაძარში თითქმის ყვესა კუთხიდან მოდიან მოსალოცად.მისი აშენების დრო ხვარაზმშელთა საქართველოში
შემოსევას უკავშირდება,ე.ი.მე-Xlll საუკუნის პირველ ნახევარს.
ლომისის ტაძარში დღესაც ინახება საყელურიანი რკინის
ჯაჭვი,სიგრძით 2,80 მეტრი და შესდგება სულ 20 რგოლისაგან.ვისაც აღქმა აქვს დადებული
ამ ჯაჭვს ყელზე დაიდებს და ტაძარს ხოხვით სამჯერ შემოატარებს.ხალხური გადმოცემით ეს ჯაჭვი ბარიდან
თავის კისრით ვიღაც დიდად ცოდვილ დადიანის ქაკს ამოუტანია.ლომისობის ხატობა აღდგომის
მეშვიდე კვირაზეა.
გამოყენებული ლიტერატურა სერგო მაკალათიას წიგნი" მთიულეთი" .
გამოყენებული ლიტერატურა სერგო მაკალათიას წიგნი" მთიულეთი" .
No comments:
Post a Comment